იოჰან ლუდვიგ რუნებერგი : : მედროშე სტოლის ნაამბობი

MTP

»მედროშე სტოლის ნაამბობი«
იოჰან ლუდვიგ რუნებერგი

იოჰან ლუდვიგ რუნებერგი ფინეთის ეროვნული პოეტია, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ფინური ლიტერატურისა და საზოგადოების განვითარებაზე. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფინეთისა და შვედეთის იდენტურობის ინტერპრეტაციაში, აღწერასა და ჩამოყალიბებაში. იოჰან ლუდვიგ რუნებერგის 1848-1860 წლებში დაწერილი „მედროშე სტოლის ნაამბობი“ ყველაზე დიდებულ ფინურ ეპიკურ პოემად მიიჩნევა. პოემა 100 წელზე მეტხანს ისწავლებოდა ფინეთისა და შვედეთის სკოლებში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კი, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, გერმანულ ნაციონალისტურ-სოციალისტურ პარტიასთან შეთანხმებით, წიგნს უფასოდ არიგებდნენ. სწორედ ამ წიგნიდან არის ამოღებული ტექსტი ფინეთის ეროვნული ჰიმნისა.

„მედროშე სტოლის ნაამბობი“ პირველად ითარგმნა შვედურიდან ქართულ ენაზე. ნაწარმოები, რომელშიც მწერალმა ლიტერატურული პერსონაჟების საინტერესო პორტრეტები დახატა, სავსეა პატრიოტული გზნებითა და იუმორით. მასში ძირითადად ასახულია 1808-1809 წლების შვედეთის ომი რუსეთთან. ნაწარმოებში მრავალფეროვნადაა გადმოცემული გამარჯვებებისა და გმირობების ისტორია და შვედეთის აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია. ნაწარმოები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია, იოჰან ლუდვიგ რუნებერგი 1804 წელს შვედეთში დაიბადა და 1877 წელს რუსეთში გარდაიცვალა. ამის მიზეზი კი 1809 წელს რუსეთის მიერ შვედეთის აღმოსავლეთ ნაწილის დაკავება, ანუ ის მოვლენები გახდა, რომლებიც „მედროშე სტოლის ნაამბობშია“ აღწერილი. რუსეთის აგრესიულმა იმპერიამ სწორედ ამ დროს 1801 წელს მოახდინა საქართველოს ანექსიაც.

ISBN: 9789941278211
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 205
გამოცემის წელი: 2017
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 290 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook