MTP


»ენი მწვანე სხვენიდან«
ლუსი მოდ მონტგომერი
„ენი მწვანე სხვენიდან“ არის ლუსი მოდ მონტგომერის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები, რომელიც კლასიკად იქცა და ფილმის მრავალი ვერსიისა და სატელევიზო სერიალების შთაგონების წყარო გახდა.

ენი თორმეტი წლის ობოლი გოგონაა. მას შეცდომით გააგზავნიან მარტოხელა შუახნის და-ძმასთან მამულში პრინც ედუარდის კუნძულზე და ისიც გამუდმებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს უკლებლივ ყველა გარშემომყოფზე. მარილა და მეთიუ კათბერტები ძალიან გაკვირვებულები არიან: ობოლ ბიჭს ელოდებიან, რომ `მწვანე სხვენის~ სამეურნეო სამუშაოებში დაეხმაროს მათ, მაგრამ მის ნაცვლად გამხდარ, წითელთმიან გოგონას მიიღებენ. ჭირვეული და სიცოცხლით სავსე ენ შირლი, თავის მხრივ, მოხიბლავს კათბერტებს, თავისი ცოცხალი წარმოსახვითა და გამუდმებული ლაპარაკით. დიდი დრო არ გადის მას შემდეგ, რაც ენი აღმოაჩენს, რომ უსიამოვნება შეექმნა, როდესაც კათბერტებს ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება მის გარეშე _ ავონლეას მაცხოვრებლები კი ვეღარც იხსენებენ, როგორი იყო მათი ქალაქი, სანამ ეს ველური შემოქმედი პატარა გოგონა ჩამოვიდოდა.

წიგნი თარგმნილია ოცზე მეტ ენაზე, მსოფლიოს მასშტაბით კი უკვე 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ლუსი მოდ მონტგომერი (1874-1942) პრინც ედუარდის კუნძულზე დაიბადა კანადაში. ორი წლისას დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ის ბებიამ და პაპამ გაზარდეს. „მე არა მგონია, _ წერდა ის, _ რომ ზრდასრულების უმეტესობას რეალური წარმოდგენა ჰქონდეს მგრძნობიარე ბავშვების წამებაზე, თუ როგორ იტანჯებიან ისინი იმ საგრძნობი განსხვავების გამო, რაც პატარებსა და დანარჩენ მაცხოვრებლებს შორის არის მათ პაწია სამყაროში“.


ISBN: 9789941801211
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 329
გამოცემის წელი: 2018
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 329 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook