ჯადოსნური, იდუმალი, რომანი
როგორ გადმოვცეთ კანადელი მწერლისა და კრიტიკოსის რობერტსონ დევისის ამ რომანის შთამბეჭდავი ეფექტი? მისი ჩანაფიქრი, მოკლედ რომ დავახასიათოთ, უცნაური ჩანს და ზედსართავი სახელები მის აღსაწერად არ გამოდგება. ალბათ ჯობს უბრალოდ ვთქვათ, რომ წაკითხვის შემდეგ დაიწყებ ჭვრეტას, და რაც უფრო და უფრო მეტსა ჭვრეტ, მით უფრო საინტერესო ხდება. სულ მალე ყველა წაიკითხავს `მეხუთე ბიზნესს~ და ყველგან შეგეძლება თეორიების გაცვლა-გაზიარება.
საოცრად იდუმალი რომანი, ელეგანტურად დაწერილი და მიმზიდველი თხრობის ძალით ამოძრავებული. ზოგს ის `ჯადოსნურ მთასა~ და `ფრანგი ლეიტენანტის საყვარელს~ ახსენებს, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მისტერ დევისს თომას მანი და ჯონ ფაულზი სჭირდება თავის დასაყრდენად. მე კვლავ გადავიკითხავ `მეხუთე ბიზნესს~ და კიდევ ერთხელ დავფიქრდები, სანამ კარგად არ გავიგებ. თუმცა მოუთმენლად ველი ამას.
— New York Times
|
ISBN: 9789941858338
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 334
გამოცემის წელი: 2026
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 370 გრ
ფორმატი: 14.5/19
|
|