MTP


»სილასი და შავი ფაშატი«
სესილ ბოდკერი
იყო ერთი გაბედული და ჭკვიანი ბიჭი სილასი, რომელიც ძველ დროში ცხოვრობდა, როდესაც ცხოვრება უფრო ჭირდა და პატარა გოგო-ბიჭებს უფროსებისგან ბევრი უსამართლობის, სიცრუისა და სიავის გადატანა უწევდათ. სილასმა თავისი ცოდნა ისე მარჯვედ გამოიყენა, რომ ცრუ და ავი ადამიანები დაამარცხა, მიზანსაც მიაღწია და ერთგული მეგობარიც შეიძინა.

სკანდინავიური საბავშვო წიგნები რომ გამორჩეულად მოსწონთ ბავშვებს, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. ფინეთს ჰყავს ტუვე იანსონი, შვედეთს _ ასტრიდ ლინდგრენი, დანიას კი _ ჰანს კრისტიან ანდერსენი და სესილ ბოდკერი. სესილ ბოდკერი ყველაზე ცნობილი თანამედროვე დანიელი საბავშვო მწერალია, რომლის წიგნებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი და მილიონობით გაყიდული; მიღებული აქვს უამრავი ძალიან ღირებული ლიტერატურული ჯილდოები.

"ასტრიდ ლინდგრენის დროიდან მოყოლებული, სესილ ბოდკერი ალბათ ყველაზე ნიჭიერი სკანდინავიელი საბავშვო მწერალია."
Times Literary Supplement, London


ISBN: 9789941058721
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 162
გამოცემის წელი: 2013
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 160 გრ

ფორმატი: 13.5/20
Share on Facebook