MTP


»ტერეს ბუმანი«
მეორე ქალი
თქვენ წინაშეა მგზნებარე ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც სიყვარულის, ძალაუფლების, სექსუალურობის საკითხები და შვედი ქალების ნააზრევი თანამედროვე, გაბედული, ამაღელვებლად გულწრფელი და ინტელექტუალური ფორმით არის გადმოცემული.

გმირი აცნობიერებს, რომ თავად ყველასგან განსხვავებულია. გაცილებით უკეთესი და ჭკვიანია, ვიდრე სხვები, რომელთა ბანალურ, ოფიციალურად მისაღებ მსოფლმხედველობასაც არ იზიარებს. სულ მარტოა, დოსტოევსკის იატაკქვეშელ კაცთან ერთად, რომელიც ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანთაგან, რომელთა შემხედვარესაც სჯერა, რომ ჯერ კიდევ სრულ ჭკუაზეა.

ის საავადმყოფოში მუშაობს, იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფება _ ყველაზე ნაკლებად პატივსაცემთა შორის, მხოლოდ საათობრივ ანაზღაურებაზეა და ყველაზე მოსაწყენ საქმიანობას ეწევა. მაგრამ ოცნებობს, რომ ერთ დღესაც მწერალი გახდება, სრულიად განსხვავებულ გარემოში გადავა, ახალ ცხოვრებას დაიწყებს და გათავისუფლდება.

ხვდება მამაკაცს, რომელიც მისი წინა გამოცდილებიდან არავის არ ჰგავს _ ასაკოვანია, დაქორწინებული, საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობს. ისინი ინტენსიურ ურთიერთობას იწყებენ... იდუმალ მეგობარ ქალსაც პოულობს, რომელიც მას უყვარს, რომელსაც პატივს სცემს და აფასებს.

ტერეს ბუმანი 1978 წელს დაიბადა. ცხოვრობს სტოკჰოლმში. მისმა რომანმა `სხვა ქალი~ ნამდვილი ფურორი გამოიწვია, კრიტიკოსების მაღალი შეფასება და პრესტიჟული სკანდინავიური ლიტერატურული პრიზი დაიმსახურა. ტერეს ბუმანის წიგნები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე.

ავტორის ეროტიკული და უშუალო თხრობა ცოცხალი და სუნთქვისშემკვრელია. მთხრობელი ემოციურად გადმოსცემს თავისი საყვარლის მიმართ გაჩენილ გრძნობებსაც და საკუთარ ცნობისმოყვარეობასაც _ დროდადრო კი მთელ სამყაროს უგულებელყოფს თავის გარშემო. ეს დახვეწილი, მდიდრული ენით გადმოცემული ძველი ამბავია. PUBLISHERS WEEKLY

ლამის დოსტოევსკისეულად მარტოსული ქალი ამ დიდებულ და მგზნებარებით აღსავსე ნოველაში სულ სხვა ქალად გარდაისახება. ფილოსოფიურად განწყობილი, ვნებებს აყოლილი და ფიქრებში წასული იკვლევს ინტიმურობისა და ლტოლვის ფსიქოლოგიას. ბუმანი გონებასა და გულში წვდომის უნარით დაჯილდოებული ნოველისტია. KIRKUS REVIEWS


ISBN: 9789941813696
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 212
გამოცემის წელი: 2019
ღირებულება: 14.90 ლ
წონა: 210გრ
ფორმატი: 13.5/20

Share on Facebook