MTP


»წმენდა«
სოფი ოკსანენი
ორიგინალური რომანი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, რომელიც შეგძრავთ, აგაღელვებთ, რომელიც დამაჯერებელია: ამდენი საერთაშორისო ჯილდოსმფლობელ რომანს ძნელია საკმარისი ზედსართავები მოუძებნო.
Der Spiegel

ეს არის წიგნი ჩრდილოეთიდან. წიგნი, რომელზეც კრიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ თუ წელს, რომელიმე წიგნის წაკითხვას აპირებთ, უეჭველად ეს უნდა წაიკითხოთ. ავტორი აღწერს, როგორ ულახავდნენ ღირსების გრძნობას, ჯერ წითელი არმიისგან ოკუპირებულ და მოსკოვისგან აბუჩადაგდებულ, მერე კი, დასავლეთევროპისგან უგულვებელყოფილ ბალტიისპირა პატარა ქვეყნებს.
Le Monde

სოფი ოკსანენი ლიტერატურული ფენომენია. 'წმენდა' უნაკლო, ბრწყინვალე ნამუშევარია, რომელსაც ასე იოლად ვერ ამოშლი მკითხველის მეხსიერებიდან.
The Times

სოფი ოკსანენი აშკარად ძლიერი მთხრობელია. მან ოსტატურად და დამაჯერებლად მოიტანა ჩვენამდე სიყვარულის ტანჯვა.
Liberation

ოკსანენის წიგნი, უკვეოცდახუთ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული და ეს უმიზეზოდ არ მომხდარა: ეს რომანი დიდებული ნამუშევარია. იგი ღრმად წვდება ისტორიას. ოკსანენმა ამაღელვებელი ხელოვნების ნიმუში შექმნა.
The New Republic

სოფი ოკსანენი ლიტერატურული გენიოსია. მისი წაკითხვით ხელოვნების ძალას ირწმუნებთ.
Svenska Dagbladet

ეს წიგნი ისტორიული მონუმენტური პანორამაა: ესტონელი ხალხის ამაღელვებელი და მტკივნეული ისტორია, რომელიც სასტიკი დეტალებითა და პათოსით, თავის მკითხველს თვალწინ სამარცხვინო ისტორიულ ფაქტებს უყენებს. მოუშუშებელი ჭრილობები და გრანდოიზული პოლიტიკური მოძრაობა სამუდამოდ აღბეჭდილა ინდივიდების სულში. ეს არის დაუსრულებელი ტანჯვის ისტორია,: ბრწყინვალე დემონსტრაცია ლიტერატურული ნიჭისა.
Frankfurter Allgemeine Zeitung

სოფი ოკსანენის 'წმენდა': ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. წიგნს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად, რომელიც ევროპის მთელს კონტინენტზე მრავალი პრიზეს მფლობელი გახდა. მან ეს წარმატება დაიმსახურა. არავის დავიწყებია, როგორ ჩაიგდეს ხელში კომუსტებმა ძალაუფლება აღმოსავლეთ ევროპაში და რა იყო მისი თანმხლები ეფექტი: გაუპატიურება, მკვლელობა, დეპორტაცია, ღალატი, მამაცობა, დაუმორჩილებლობა. წიგნში მოქმედება ესტონეთში ხდება, მაგრამ ეს ბალტიისპირეთსა და შავზღვას შორის, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო. ძლიერი პარალელებია გავლებული სუტინიორებსა,: ისინი დეპორტირებული ოჯახის შვილს: ზარას, აწამებენ, რომლის ოჯახმაც ცხოვრება ვლადივოსტოკში დაასრულა: და ენ-კა-ვე-დე-ს მკვლელებს შორის, რომლებმაც ოთხი ათეული წლის წინ, ზარას დიდი ბებიდა გააუპატიურეს და აიძულეს თავისი დისშვილი ეწამებინა. ეს არ არის წიგნი, რომელსაც ძილის წინ, გვიანი ღამით წაიკითხავ,: ის გვახსენებს იმას, რაც გვირჩევნია დაგვავიწყდეს, რაც იმ დროს ხდებოდა, როდესაც მსოფლიო განზე გადგა და ამ ყველაფერს, თვალი მოარიდა. ეს არის მილიონობით ადამიანის ისტორია, რომელსაც სიცოცხლე, ბედნიერება და არჩევანი წაართვეს.
The Economist

ISBN: 9789941044137
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 308
გამოცემის წელი: 2012
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 320გრ
ფორმატი: 13.5/20

Share on Facebook